2016-2017 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე (www.registration.emis.ge) და დასრულდება 25 მაისს - 20:00 საათზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს შემოქმედებით კონკურსებს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის: კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“ ტარდება სლოგანების, კონცეფციებისა და სასკოლო წარმოდგენების (ფლეშმობების) სახით, სადაც მოსწავლეებმა უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ძალადობასა და ბულინგთან მიმართებაში, ასევე უნდა წარმოადგინონ პრობლემების მოგვარების ხედვა.