მასწავლებელთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი წელი საპილოტედ განისაზღვრა და ჯერ მხოლოდ ერთი სემესტრი დასრულდა, სქემით განსაზღვრულ აქტივობებში, მაღალია მასწავლებელთა ჩართულობა. მასწავლებელთა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - 330-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა წამატებით გადალახა საგნის გამოცდის ბარიერი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.