საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან და კომუნიკაციების კომისიის წევრ ნათია კუკულაძესთან ერთად, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება.
პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც პედაგოგთა მაქსიმალური ჩართულობით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დახვეწასა და გაუმჯობესებას გულისხმობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთისა და შვეიცარიის საელჩოების მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით მარტის თვეში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება.