საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ XI კლასის ყველა და X კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელოს შეფასებისა და საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სახელმძღვანელოების მაკეტების (ანონიმური ეგზემპლარების) შეფასების პროცესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული ქართული ენის, ქართულის – როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.