განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და მოზარდების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები სპეციალურად შემუშავებული დაჩქარებული სწავლების კურიკულუმით სწავლობენ, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. კურიკულუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის საელჩოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შემუშავდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე თბილისის მე-60 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება პირადად მიულოცა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საჯარო სკოლებს ეწვია და პირადად გაეცნო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა. გამარჯვებულს ჯილდო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადასცა და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა.