ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატმოსფერული კვლევების საერთაშორისო სტანდარტების SMART AtmoSim ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც სპეციალიზებულია ატმოსფეროს კვლევებზე და აწარმოებს ატმოსფეროს ქიმიურ ანალიზს.
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია „ინკლუზიური განათლება უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში“ გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2017-ის“ ფარგლებში 27-29 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ტარდება VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ენობრივი სიტუაცია კავკასიაში“. კონფერენციის პროგრამა მრავალფეროვანია.
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციია „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სარეიტინგო სისტემები“ მიმდინარეობს.