საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს თხოვნით, სწავლის გაგრძელებამდე, დააზუსტონ მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო“ დირექტორმა მაგდა მაღრაძემ დღეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი, თელავის სასწავლო-საფრენოსნო ბაზა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე უნივერსიტეტის ტექნიკური მომსახურების სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს.
გთავაზობთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ასევე ინფორმაციას ამავე ფაკულტეტებზე/საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებული ადგილების შესახებ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროკავშირის განათლების ექსპერტების დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის დახვეწის მიმართულებით. ექსპერტები ამ ეტაპზე საქართველოში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.