სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს, მათ მშობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.
რედისონ ბლუ ივერია თბილისში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ გაიმართა.
დღეს, PMC კვლევითი ცენტრმა საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა მოაწყო.