2016–2017 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ალექსანდრე ჯეჯელავა ეწვია. მინისტრმა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
კომპანია Bloomberg-მა შექმნა სპეციალური დამხმარე პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისათვის - Bloomberg Education - რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტში პროფესიული „დილინგ რუმის“ შექმნას 12 ტერმინალის ბაზაზე. ეს უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს რეალურ რეჟიმში ასწავლოს სტუდენტებს საბირჟო ოპერაციების წარმოება და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში.
თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რამდენიმე დღის წინ, ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა. უახლესი აღმოჩენა ძვ. წ. XI-X საუკუნეებით თარიღდება. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე ახალ არტეფაქტებს გაეცნო.