თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რამდენიმე დღის წინ, ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა. უახლესი აღმოჩენა ძვ. წ. XI-X საუკუნეებით თარიღდება. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე ახალ არტეფაქტებს გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ანაკლიაში „მომავლის ბანაკს" ეწვივნენ.
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის სხვა წევრები, მეცნიერები და განათლების სისტემის წარმომადგენლები დაესწრნენ.