საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მაჰმუდ ადიბთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.