საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის 14 სტუდენტი ბაკალავრიატის პირველი კურსის წარჩინებით დასრულებისთვის დააჯილდოვა. ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და წარმატებულ ახალგაზრდებს უნივერსიტეტის სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მიხაელ შეფმანმა უმასპინძლა.