ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა SDSU-საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მიხეილ ჩხენკელმა ამ კუთხით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას სამაგალითო უწოდა და SDSU-ს ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge; შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
2022 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაცია 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად წარჩინებული პირველკურსელები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.