საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერითა და საქართველოში ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით, ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, გადმოსვლას მობილობის დაჩქარებული პროცედურებით შეძლებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა 2022 წლის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლისაა. პირველი საიუბილეო ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ახორციელებს სტუდენტების მხარდამჭერ პროგრამებს. მათ შორის არაერთი პროგრამა მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ერთ-ერთი მათგანია დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად 2018 წლიდან ახორციელებს და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.