სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, გარკვეული კატეგორიის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის სრულ დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად. პროგრამის სრული ბიუჯეტი 205000 ლარს შეადგენს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტებს აგრარული მიმართულებით ორმაგი, ქართულ-ფრანგული დიპლომის აღების შესაძლებლობა ექნებათ, რაც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას გაზრდის და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საქართველოს მსოფლიო დონეზე სასწავლო და სამეცნიერო სფეროში წარმოაჩენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, სადაც 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესის სააუდიტორიო სივრცეში განახლებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.