საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ალექსეი შკურატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ფარგლებში ესტუმრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა იტალიური ენის 21-ე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა მსოფლიო რანგის წამყვან ამერიკელ მეცნიერს, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის ჩიკაგოს პროტონული ცენტრის სამედიცინო ფიზიკისა და დოზიმეტრიის დირექტორს, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის პროფესორს, მარკ პანკეკს. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკელ მეცნიერს დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი. შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პროფესორი პანკეკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდება და ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ და კვლევით პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან და ფონდ “ქართუს” პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა.