საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“ გახსნა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 19 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც ნიუ ორლეანში განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით იმართება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილე ტარიელ გუგავას ხელმძღვანელობით უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) მინისტერიალში სახელწოდებით – „ტირანა - 2024‘‘ მიიღო მონაწილეობა.