საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ მიკისკას უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.
„ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიება ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა და აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ) მაგისტრს დევიდ მარშალს უმასპინძლა, რომელიც სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს სტუმრობს.
ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.