საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ადელა დელა ტორე ხელმძღვანელობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაარსებიდან 91-ე წლისთავს ულოცავს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პრემიერ-მინისტრმა ის ადგილიც მოინახულა, სადაც ადრონული თერაპიის ცენტრი უნდა აშენდეს.