საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, ამჯერად კავკასიის უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას ეწვია და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები ადგილზე შეაფასა.
1-ლი მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო.
პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზე მუშაობაც სამინისტროში აქტიურ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს.