საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან, ბექა ფერაძესთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო კონსერვატორიაში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაესწრო და ადგილზე გაეცნო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ჰიბრიდული ფორმით მიმდინარეობს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, KIU-ს საპატიო პრეზიდენტმა პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა.