საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, უმაღლესი განათლების სისტემის პრეზენტაციის წარდგენისას, ყურადღება გაამახვილა ორწლიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციისთვის.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ, ჟურნალისტებს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვა და განათლების ხარისხის განვითარების ორწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში იმყოფებოდნენ არანაკლებ ერთი სემესტრისა (75 დღე), უფლება აქვთ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მოიპოვონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება. გამოცდის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.