საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს პირდაპირი მხარდაჭერის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას 2018/2019 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის შემდეგი პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებით:
თსუ-ს კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას თსუ-ს ბაკალავრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო.
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ბრიტანეთის საბჭომ ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამის” პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო.