ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად, აზერბაიჯანის უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა.
ბაქოში მიმდინარე უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურმა კონფერენციამ „გლობალიზაცია და ახალი გამოწვევები უმაღლეს განათლებაში“ სტარტი დღეს ბაქოში აიღო. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტს ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის და ასევე, საქართველოს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვს შეხვდა, რომლებმაც ორი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორმა მიშა ბატიაშვილმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობის დეტალები განიხილეს, რომლის თანახმად, თბილისში MIT-ს მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ლაბი შეიქმნება.