საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან გერჰარდ შაუმბერგერთან სამთო ტურიზმის დარგში პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივები და ერთობლივი სამომავლო პროექტები განიხილა.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო პროფესიული განათლების სფეროში არსებულ მდგომარებას. მინისტრის მოადგილემ ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეები გააცნო და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პროცესში კი ავსტრიის განვითარების სააგენტოს დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია.