კონკურსში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო და იურიდიული სტატუსის მქონე პირებს, რომლებმაც 2017-2019 წლებში ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში ორგანიზება გაუწიეს შესაბამის ღონისძიებებს, ან/და არიან ევროპა ნოსტრას ჯილდოს გამარჯვებულები
გრანტის მოცულობაა მაქსიმუმ 10,000 (ათი ათასი) ევრო
კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპისათვის განაცხადების წარდგენის ვადაა 20 მარტი
კონკურსის საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება მ. წ. 1 ივლისს
გამარჯვებულების დაჯილდოება სექტემბერში, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ოფისში გაიმართება
საგრანტო კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://bit.ly/37KngJj