21.02.2020
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შეხვედრას, შვეიცარიასთან მატჩში, რომელიც ჩვენმა გუნდმა 96:88 მოიგო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო, კალათბურთელებს ტრიბუნიდან უგულშემატკივრა, მოგვიანებით კი ნაკრების მოთამაშეებს გასახდელში ესტუმრა და შვეიცარიასთან გამარჯვება მიულოცა.