კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება დროებით გააიდო და 2020 წლის 06 და 07 მარტს აღარ ჩატარდება (იხ. ბრძანება #334).
ტესტირების ჩატარების ზუსტი თარიღის შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 200 220 (შიდა 6).