საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორთან პიერ კლუეტთან და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც პროფესიული განათლების მიმართულებით საფრანგეთთან პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები განიხილა.
მინისტრის მოადგილემ სტუმრებს პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პრიორიტეტები გააცნო და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობასა და პროფესიული კვალიფიკაციების ინტერნაციონალიზაციაზე, ასევე, საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობაზე პროფესიული განათლების ყველა ეტაპზე.
მხარეები შეთანხმდნენ ბორდოს კოლეჯთან და სხვა ფრანგულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ერთობლივი და გაცვლითი პროგრამები განხორციელებაზე. ასევე, განიხილეს მოკლე ციკლის პროგრამების დანერგვის შესაძლებლობა ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
შეხვედრის ფარგლებში კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით დაიგეგმა ქართულ ფრანგულ სავაჭრო პალატასთან შეხვედრა, რომელიც საქართველოში მოქმედ ფრანგულ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს დაინტერესდნენ და ჩაერთონ პროფესიულ განათლებაში.