საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ კერძო სკოლების ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარ თემას კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა.
ეკა დგებუაძის თქმით, სამინისტრო სწავლა-სწავლების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს კერძო სკოლებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთმანეთს პირველადი ინფორმაცია გაუზიარეს და ზოგადი განათლების მიმართულებით კონკრეტული საკითხების განსახილველად მომავალი შეხვედრები დაგეგმეს.