თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ ატესტატს, რომელიც მათ მისცემს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში.
თავდაპირველად გაიხსნება საბავშვო ბაღი, მოსამზადებელი ჯგუფი და დაწყებითი სკოლის პირველი კლასი გერმანელი, ქართველი და უცხოელი ბავშვებისათვის. გერმანელი მასწავლებლები ასწავლიან ყველაზე თანამედროვე გერმანული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელსაც დაემატება ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია. ამ საგნებს ქართველი მასწავლებლები ქართულ ენაზე ასწავლიან.
მოსწავლეები პირველი კლასიდანვე ასევე ისწავლიან ინგლისურ ენას. გერმანული ენა, რომელიც მსოფლიოს 125 მილიონი ადამიანისთვის პირველი, თუ მეორე სასაუბრო ენაა, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ენათა რიცხვს მიეკუთვნება. ევროკავშირის 495 მილიონიანი მოსახლეობიდან 100 მილიონი, ე. ი. ყოველი მეოთხე ევროპელი, საუბრობს გერმანულ ენაზე. გერმანული ენა ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში: გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინში, ლუქსემბურგში, იტალიასა და ბელგიაში ოფიციალურ ენას წარმოადგენს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ვებგვერდი: www.deutscheschule.ge