საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე, განაცხადების მიღების დასრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისის 18:00 საათი; ხოლო კონკურსის ფარგლებში წარმოსადგენი პროექტების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 15 ივლისი.
იმ პირებს, რომლებსაც უკვე შემოტანილი აქვთ საკონკურსო განაცხადები, შესაძლებლობა ეძლევათ, 2020 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინონ ახალი საკონკურსო განაცხადი შესაბამისი ფორმით.
1 ივნისის ჩათვლით მსურველებს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამით“ გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში საკონკურსო განაცხადებისა და სხვა საკონკურსო დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონულად, მისამართზე: culturesupport@mes.gov.ge;
იხილეთ კონკურსების ჩამონათვალი:
საკონკურსო განაცხადების განხილვისას, კომისია იხელმძღვანელებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით.
საკონკურსო კომისიის მიერ უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომელებიც პასუხობენ პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილ ვითარებასა და დადგენილ შეზღუდვებს და ითვალისწინებენ ინოვაციურ მიდგომებს (მათ შორის ცალკეული პროექტების დისტანციური საშუალებებით განხორცილების შესაძლებლობას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას და სხვ.).