18.05.2020
საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა
ათწლედი“, ქვეყანაში შექმნილი
ვითარების გათვალისწინებით,
2020-2021
სასწავლო წლის მისაღები გამოცდებისთვის სააპლიკაციო
დოკუმენტაციის
მიღებას განახორციელებს ელექტრონულად.
2020-2021 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა
მიღება იწარმოებს შემდეგ განყოფილებებზე:
- საფორტეპიანო;
- სიმებიან-ხემიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი,
ჩელო, კონტრაბასი);
- კლასიკური გიტარა;
- ჩასაბერი საკრავები (ხის და ლითონის);
- დასარტყამი ინსტრუმენტები;
- ჯაზის ხელოვნება
(IX
კლასიდან);
- კლასიკური ვოკალი (მოსწავლეები მიიღებიან 17-24 წლამდე);
- საგუნდო-სადირიჟორო
(IX
კლასიდან);
საკონკურსო განაცხადების მიღების წესი:
- განაცხადებები მიიღება 2020 წლის 20 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით მეილზე: nichiertaatwledi@yahoo.com;
- სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენა მოცემული დედლაინის ფარგლებში მოხდება ორ
ეტაპად:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა,
მოსწავლის დაბადების ან პირადობის მოწმობის ფოტო ასლი და ფოტო-სურათი (¾-ზე) უნდა გამოაგზავნოთ მითითებულ
მეილზე;
სააპლიკაციო
ფორმის ლინკი: https://drive.google.com ),
- მისაღებ გამოცდაზე მოსწავლემ კომისიას უნდა წარუდგინოს ყველა იმ დოკუმენტის ასლი (ბეჭდური სახით), რომელიც
უკვე გააგზავნა სკოლის ელექტრონულ მისამართზე.
მისაღები გამოცდების პირობები:
- სამუსიკო სკოლა
„ნიჭიერთა ათწლედში“ მიიღებიან მხოლოდ განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული
მოსწავლეები, რომელთაც შესაბამისი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია
შეაფასებს.
- მისაღებ გამოცდაზე დაიშვებიან სასკოლო ასაკის მოსწავლეები 6-7 წლის ასაკიდან (I კლასში ჩამბარებელთა ასაკი
არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს);
- I კლასში შემსვლელთათვის მისაღებ გამოცდაზე შემოწმდება მოსწავლის მუსიკალური სმენა,
მეხსიერება (მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივი
ინტერვალებისა და აკორდების დაშლა და სიმღერა, უცნობი მელოდიის გამეორება), რიტმი (მოცემული რიტმის გამეორება
ტაშით), ასევე მოსწავლემ აკომპანიმენტის გარეშე უნდა შეასრულოს ერთი რომელიმე
ცნობილი სიმღერა;
- II-X კლასებში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გამოცდას სპეციალობაში. შესრულებული უნდა იყოს შემდეგი
ფორმის ნაწარმოებები: 1. პოლიფონია 2.
სონატური ფორმა, ვარიაციები ან რონდო, 3. ეტიუდი 4. თავისუფალი ფორმის ნაწარმოები;
- კლასიკური ვოკალის განყოფილებაზე მიიღებიან
17-24 წლამდე აპლიკანტები, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე უნდა წარადგინონ ერთი
ვოკალიზი ან თავისუფალი ფორმის
ნაწარმოები.
სკოლაში
მისაღები გამოცდები გაიმართება ივნისის მეორე ნახევარში. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ზაქარია
ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ფეისბუქ
გვერდზე: https://www.facebook.com/
უნიკალური ტრადიციებისა და
ისტორიული წარსულის მქონე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში
აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო
ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების
განვითარებაში. „ნიჭიერთა ათწლედში“ კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა აღიზარდა. სამუსიკო
სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თავისი გამორჩეული სწავლების მეთოდოლოგიითა და მიღწეული
შედეგებით ქართული კულტურისა და
სახელოვნებო განათლების ერთ-ერთი უნიკალური კერაა.
სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედში" სწავლა უფასოა.