კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ” გრძელდება.
ამჯერად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა ონლაინ სამუშაო შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, სხვადასხვა დარგობრივი გაერთიანებებისა და უშუალოდ კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრის თემა იყო ადამიანური რესურსების კუთხით ბიზნესის საჭიროებებისა და სამინისტროს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების განხილვა.
მსგავს ფორმატში პირველი შეხვედრა ევროპული ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით, 29 მაისს, უკვე განხორციელდა.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს შეხვედრების კამპანიას ბიზნეს სექტორთან და დარგობრივ ასოციაციებთან. შეხვედრები კვირაში ერთხელ იმართება და მიზნად ისახავს საჯარო-კერძო სექტორებს შორის დიალოგს, კერძოდ, ასოციიაციის წევრ ბიზნესებთან აქტიურ დისკუსიას კოვიდით გამოწვეული პრობლემების ინიდენტიფიცირებისა და პროფესიული განათლების კონტექსტში, მათი შესაძლო გადაჭრის გზების შეთავაზების მიზნით.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA) სამინისტროს ერთ-ერთი სოციალური პარტნიორია, მათი წევრების ნაწილი მჭიდროდ თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯებთან და ჩართულია მომზადებისა და გადამზადების პროგრამების მიწოდების პროცესში.
ამავე დღეს, ასოციაციისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები საინფორმაციო ტექნოლოგიების კოლეჯს ეწვივნენ, სასწავლო გარემო დაათვალიერეს და პირადად გაეცნენ არსებულ პროგრამებს. კოლეჯში ამ ეტაპზე პროფესიულ პროგრამებზე ონლაინ რეაგისტრაცია და ასევე მოკლევადიანი მომზადება - გადამზადების პროგრამაზე დისტანციური სწავლება მიმდინარეობს.