პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის ახალი სახელმძღვანელო “საავტომობილო გზების მშენებლობა” გამოიცა.
სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში პანელური დისკუსიის ფორმატში გაიმართა და მასში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამშენებლო სფეროში საგანმანათლებლო ლიტერატურის მნიშვნელობასა და კვალიფიციური კადრების საჭიროებაზე იმსჯელეს.
სახელმძღვანელო “საავტომობილო გზების მშენებლობა” ააიპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის, „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გამოიცა.
სახელმძღვანელოში მოცემული რჩევები ადვილად გასაგებია და გამოადგებათ როგორც პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლებს, მოკლევადიანი პროგრამების მსმენელებს და პრაქტიკოს მეგზევე სპეციალისტებს. მომზადებული სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს საავტომობილო გზების მშენებლობის დარგში დასაქმებულ ყველა: მშენებელ-ტექნიკოს, სამუშაოთა მწარმოებელს და სხვა კვალიფიცირებულ მუშას