პროფესიულ განათლებაში კოვიდ-19-ით გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა.
მინისტრის მოადგილე ამჯერად, HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტს, სერგო ნოზაძეს და ასოციაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ონლაინ შეხვედრა სახელწოდებით “პროფესიული განათლება ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ მიზნად ისახავდა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგს, კერძოდ, ასოციაციის წევრ ბიზნესის წარმომადგენელ HR პროფესიონალებთან აქტიურ დისკუსიას, პროფესიულ განათლებაში მიმდინარე გამოწვევებსა და მიღწევებზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს რა მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორთან დიალოგს პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში და დეტალურად განიხილეს ის მექანიზმები, რომლებიც მოკლევადიან პროგრამებში ჩართვის საკითხებს გაამარტივებს და ბიზნესს მომზადება/გადამზადების სისტემაში მეტ შესაძლებლობებს მისცემს.
საჯარო - კერძო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სექტორის მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სამშენებლო, ტურიზმის, ლოგისტიკის, საცალო გაყიდვებისა და სხვა კომპანიების წამომადგენლებმა.