ფრანგული სკოლა დაფუძნებულია ფრანგულ საგანმანათლებლო სისტემაზე, ხოლო ქართული ენა ყველა კლასში შეისწავლება. სკოლა სარგებლობს საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დახმარებით. კავკასიის ფრანგულ სკოლაში ასევე იფუნქციონირებს საბავშვო ბაღიც. ასევე, აღსანიშნავია, რომ თითო დონეზე სკოლაში ერთი კლასი იქნება. ადგილობრივად დაქირავებული ფრანგი პედაგოგები და მოსწავლეთა მცირე კონტინგენტი (16-18 მოსწავლე კლასში, 240-270 მოსწავლე მთლიანობაში) სწავლების მაღალი ხარისხის გარანტი იქნება.
2010-2011 სასწავლო წელს დაგეგმილია საბავშვო ბაღის, დაწყებითი სკოლის ყველა კლასისა და საშუალო სკოლის მე-6, მე-7 და მე-8 კლასების გახსნა.
ევროპული სტანდარტების შესაბამისად აგებული შენობა მოიცავს სწავლებისთვის საჭირო დიდ სივრცეს, შენობაში არის შიდა და გარე სპორტული მოედნები, 25 მეტრიანი აუზი, მუსიკისა და სახვითი ხელოვნების კაბინეტები, დიდი ბიბლიოთეკა, ვიდეო და სააქტო დარბაზი, კაფეტერია.
კავკასიის ფრანგული სკოლის მიერ გაცემულ ატესტს აღიარებს საფრანგეთისა და ევროპის ყველა სახელმწიფო, რაც მის კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს დაუბრკოლებლად გააგრძელოს სწავლა მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.