საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მორიგი ონლაინ შეხვედრა ამჯერად, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სექტორის წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრის მიზანი ადამიანური კაპიტალის კონტექსტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ დიალოგი და პროფესიული განათლების სივრცეში მათი შესაძლო გადაჭრის გზების მოძიება იყო. სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთა პოსტ-კოვიდური პერიოდის პრიორიტეტული მიმართულებები, უნარები და ამ კუთხით, მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.