საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რან გიდორთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მინისტრის მოადგილემ ელჩს პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის პრიორიტეტები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება, საერთაშორისო თანამშრომლობასა და პროფესიული კვალიფიკაციების ინტერნაციონალიზაციაზე გაამახვილა.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები პროფესიული მომზადებისა და სამეწარმეო განათლების მიმართულებით.