თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 140 მოსწავლეზე გათვლილი შენობა ახალი სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში. მშენებლობის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ლაშა გოგიაშვილთან ერთად გაეცნო.
სკოლის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება - გათბობის სისტემით, სააქტო დარბაზით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით. სკოლა იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსები, ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები, აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით, ექნება თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი.
მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობას.