საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეფენდი ვილა“ ევროპის საბჭოსა და ევროკომიისის ერთობლივი კონკურსის „ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები“ 11 გამარჯვებულს შორის დასახელდა და ფულადი ჯილდო მოიპოვა.
პროექტი „ერთი სახელი, ერთი სიცოცხლე, ერთი ნიშანი“ გულისხმობს საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმის დროს 1937-38 წლებში რეპრესირებული პირების მემორიალური დაფების დადგმას, რომელთა შორის არიან ქობულეთში მდებარე „ეფენდიევის აგარაკის“ ყოფილი მფლობელები. პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონში ასევე მოეწყობა გამოფენა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თემატიკას მიეძღვნება.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები“ 2018 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო და იგი ყოველწლიურად იმართება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ პროგრამაში ჩართულ ორგანიზაციებსა და ევროკავშირის პრემია კულტურული მემკვიდრეობისთვის/Europa Nostra-ს ჯილდოს გამარჯვებულებს.
კონკურსის მიზანია მემკვიდრეობის ძეგლებისა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული აქტივობების ევროპული განზომილების იდენტიფიცირება, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება. კონკურსი ეხება წარსულ ან მიმდინარე „ამბებს, რომლებიც პროექტის სახით განხორციელდება.