აჭარის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა საზღვაო აკადემია მოინახულა და სასწავლებლის წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე მიმდინარე პროფესიული პროგრამები განიხილეს და სამომავალო გეგმებზე იმსჯელეს.
ცენტრში შეუფერხებლად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია და გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.
ამ ეტაპზე ცენტრს 320 პროფესიული სტუდენტი ჰყავს და საზღვაო და მომიჯნავე დარგებში კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ამზადებს.