მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე ადგილზე გაეცნო.
სკოლის სრული განახლებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტომ 1 125 818 ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის გადახურვა, ეზოს შემოღობვა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთება და სველი წერტილების მოწყობა.
სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს აშენდა და დღემდე მის სახელს ატარებს. სკოლის ამჟამინდელი შენობა 700 მოსწავლეზეა გათვლილი.