პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშილი ამჯერად ღვინის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრა ონლაინ ფორმატში წარიმართა და მიზნად ისახავდა ღვინის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევის გზების მოძიებას პროფესიული განათლების სივრცეში, მათ შორის, ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით; ამასთანავე, პოსტკოვიდურ პერიოდში პრიორიტეტული მიმართულებებისა და პოტენციური პარტნიორების განსაზღვრას.
ონლაინ შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ თანაორგანიზებით გაიმართა.