საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ორი უსინათლო აბიტურიენტი თამარ კალანდაძე და ბაჩანა მარგველაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და მეორე სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.
ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ სესიაზე 1424 აბიტურიენტი გამოცხადდა, მათ შორის ორი მსჯავრდებული, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 48 არ გამოვიდა პირველ გამოცდაზე, დაფიქსირდა ერთი დაგვიანება. მეორე სესიაზე 1418 აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.
1 ივლისს, 09:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყო. პირველ გამოცდაზე საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირებული იყო 8803 აბიტურიენტი, არ გამოცხადდა 335, მხოლოდ თბილისში 3 აბიტურიენტი მოიხნა დაგიანების გამო.