11.08.2020
ბიოლოგიის რიგით 31 -ე საერთაშორისო ოლიმპიადა დაიწყო
ბიოლოგიის (IBO 2020) რიგით 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეები იასპარეზებენ. წელს ოლიმპიადა იაპონიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მოსწავლე მიიღებს, თუმცა მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების გამო, ქართველი მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის თეორიული და პრაქტიკული ტურები დისტანციურად გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.
შესარჩევი ტურები 11 აგვისტოს, თბილისის დროით 10.00 საათზე დაიწყო და 12 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ ტურებში ქართველი მოსწავლეები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამევნიერო ფონდიდან ჩაერთვებიან, სადაც საგამოცდო ოთახი, IBO-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო და კომპიუტერული ტექნიკითა და სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა. გარდა ამისა, მაქსიმალურად დაცულია პანდემიის საწინააღმდეგო ყველა მოთხოვნა.
მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა დისტანციურად ტარდება, ექსპერიმენტული ტურის ყველა იმ აქტივობას მოიცავს, როგორიცაა ჟიურის სხდომები, კენჭისყრა, ამოცანების განხილვა, დამტკიცება და თარგმნა.
ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IBO) საქართველო 2011 წლიდან მონაწილეობს. ოლიმპიადის შედეგები 24 აგვისტოს, IBO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდება.