პროფესიულ განათლებაში საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით პროფესიული უნარების ეროვნული სააგენტოს კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ამჯერად ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე პროფესიული უნარების ეროვნული სააგენტოს მუშაობის ძირითადი კონცეფცია წარადგინეს, რომელიც სამინისტროსა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობითაა შემუშავებული. ასევე, განხილეს პროცესში ჩართული თითოეული მონაწილის როლი, ვალდებულებები და მუშაობის პრინციპები.
შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ ძირითად მიდგომებზე, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი კერძო სექტორის ინტერესების წარმოდგენა, როგორც უნარების სააგენტოს შექმნის, ასევე მისი ფუნქციონირების პროცესში.