18.01.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საგარეჯოსა და გურჯაანის 200-მდე პედაგოგსა და მოსწავლეს შეხვდა და მათ 2010-2011 წლებში ზოგად განათლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. კახეთი ერთ-ერთი პირველი რეგიონია, სადაც მინისტრმა პრეზენტაცია წარადგინა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელთაც პრეზიდენტი 12 იანვარს აჭარის რეგიონის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრის დროს შეეხო.
რეფორმის მთავარი მიზანი - მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, ატესტატის მნიშვნელობის გაზრდა და ბევრი სხვა ინიციატივა სრულიად მისაღები აღმოჩნდა შეხვედრის მონაწილეებისთვის. პედაგოგთა განმარტებით, თითქმის მათ ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ისინიც მზად არიან რეფორმის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთონ.