აბიტურიენტთა/ მაგისტრანტობის
კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების
გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
- უცხო
ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
- საქართველოს
მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
- მაგისტრანტობის
კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირებისათვის,
რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
- მაგისტრანტობის
კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია პირველი და მე-2
პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, ასევე მე-4 პუნქტით განსაზღვრული ბაკალავრიატის
სტუდენტებისათვის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.
აღნიშნული
პროგრამა არის 60-კრედიტიანი, მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძნებით დამტკიცდა
„უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი“.
ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განცხადების
ფორმის მიღება შესაძლებელია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ალექსიძის
ქუჩა №1, ტელეფონი +(995 32) 2 200 220, ელ.ფოსტა - info@eqe.ge;
ვებგვერდი - www.eqe.ge)
მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
უცხო ქვეყნის მოქალაქე
აბიტურიენტებისათვის
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო
ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- აბიტურიენტის
მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).
საქართველოს მოქალაქე
აბიტურიენტებისათვის
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო
ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- აბიტურიენტის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);
- სრული
ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მაგისტრანტობის
კანდიდატებისათვის
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო
ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ
არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).
მაგისტრანტობის
კანდიდატებისათვის,
რომლებიც
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ჩაირიცხნენ
„უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი
წესით
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ
არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);
- საქართველოში
მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომისა
და დიპლომის დანართის ასლები;
- უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას.
სტუდენტებისათვის
- მოქალაქეობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირის
მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);
- უცხო
ქვეყნის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
შენიშვნა
- მოქალაქეობის
არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.
- უცხო
ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
- სწავლის ენასთან
და სწავლის საფასურთან დაკავშირებით მიმართეთ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას.
დამატებითი ინფორმაციის მიღება
მოქალაქეებს შეუძლიათ სსიპ
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების
განვითრების დეპარტამენტში. ტელეფონი (995 32) 2 200 220