საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აქბარ ყასემ ალიაბადის უმასპინძლა და დანიშვნა მიულოცა.
შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტთან და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება. ელჩმა, თავის მხრივ, ამ თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
მხარეებმა განიხილეს საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საელჩოს წარმომადგენელი: ატაშე მოჰამად რეზა შალბაფი.